ჟურნალისტების მკვლელობა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 3 რუსი ჟურნალისტი მოკლეს

Getty Images

გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 3 რუს ჟურნალისტს უცნობი პირები დაესხნენ თავს და მოკლეს. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.

გადარჩენილი მძღოლის მიხედვით თავდამსხმელები ბუჩქებში იყვნენ ჩასაფრებული და მიახლოებისას მათ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. სამივე ჟურნალისტი ადგილზე დაიღუპა.

ისინი რუსული ონლაინ საინფორმაციო ორგანიზაციის, "გამოძიების კონტროლის ცენტისათვის" მუშაობდნენ, რომელსაც ყოფილი რუსი ნავთობმაგნატი, მიხაილ ხადარკოვსკი აფინანსებს. ორგანიზაციას წასრულში პუტინთან დაკავშირებული პირების კორუფციული გარიგებების შესახებ რამდენიმე გამოძიება აქვს ჩატარებული.

ორჰან ჯემალი, ალექსანერ რასტორუნიევი და კირილ რადჩენკო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაქირავებული რუსი სამხედროების, ე.წ. "ვაგნერის" ჯგუფის საქმიანობას იძიებდნენ.

ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის მიხედვით "ვაგნერი" სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშიც ოპერირებს. მიმდინარე წელს ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს რუსეთმა იარაღი მიაწოდა და საწვრთნელად ასობით სამხედრო ინსტრუქტორი გაუგზავნა. რუსეთი უარყოფს, რომ "ვაგნერის" მებრძოლები ქვეყანაში მათი ბრძანებით იმყოფებიან.

"ვაგნერი" სხვა დაქირავებული რუსი მებრძოლების ჯგუფებთან ერთად ოპერაციების სირიასა და უკრაინაშიც ახორციელებს. ჯგუფის საქმიანობის და კრემლთან კავშირების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები