ვარსკვლავური ომების მეცხრე ეპიზოდის სამსახიობო შემადგენლობა ცნობილია

Reuters

"ვარსკვლავური ომების" მეცხრე ეპიზოდის სამსახიობო შემადგენლობა ცნობილია.

რეჟისორ ჯეი ჯეი აბრამსის თქმით სქაიუოქერების საგის დასასრული კერი ფიშერის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა, ამიტომ მაყურებელი მეცხრე ეპიზოდში მასაც იხილავს. მსახიობი, რომელიც პრინცესა ლეიას როლს ასრულებდა 2016 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა, თუმცა ფილმში Star Wars: The Force Awakens-ისათვის გადაღებულ კადრებს გამოიყენებენ, რომელიც ჯერ არ გასაჯაროვებულა.

მეცხრე ეპიზოდში ლიუკ სქაიუოქერის როლს კვლავ შეასრულებს მსახიობი მარკ ჰამილი. ასევე ეკრანებზე დაბრუნდებიან მსახიობები ბილი დი უილიამსი, ენტონი დენიელსი, დეიზი რიდლი, ჯონ ბოიეგა, ლუპიტა ნიონგ'ო და დომნჰალ გლისონი.

ფილმში ასევე ითამაშებენ რიჩარდ გრანტი და ბრიტანელი მსახიობი ნაომი ეკი.

გადაღებები ლონდონში მომდევნო კვირას დაიწყება და ფილმი ეკრანებზე სავარაუდოდ 2019 წლის დეკემბერში გამოვა.

კომენტარები