წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი - მძიმედ დაშავდა. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
უბედური შემთხვევა
წალენჯიხაში ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე - მძიმედ დაშავდა

flickr




