ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: არ იფიქროთ რომ ყველა საქმეს მე ვაკეთებ, ღმერთმა დამიფაროს ასეთი მმართველობისგან

პრემიერი აკეთებს თავის საქმეს და არ იფიქროთ არც საზოგადოებამ და არც თქვენ ჟურნალისტებმა, რომ ყველა საქმეს მე ვაკეთებ, ღმერთმა დამიფაროს ესეთი მმართველობისგან. ასეთი კაცი ჩვენ გვყავდა, გახსოვთ ალბათ უახლოეს წარსულში რომ მსახიოებებსაც ის ირჩევდა, არქიტექორებსაც ირჩევდა, რეჟისურასაც ახერხებდა, მუსიკასაც წერდა, ყველაფერს აკეთებდა ეს კაცი, ღმერთმა დაგვიფაროს ესეთისგან. კომპეტენცია ყოფნის მამუკა ბახტაძეს, მთავრობა მისი შერჩეულია, გარკვეული კონსულტაციები ჰქონდა ჩემთან და ეს ნორმალურია და არა ის, რომ მე ვირჩევდი და მე ვნიშნავდი. მას მისი კომპეტენციისა და კანონით მინიჭებული უფლებების ფარგლებში ჰქონდა ამის საშუალება და გააკეთა კიდეც. შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ბახტაძე იქნება პრემიერმინისტრი და მე ვიქნები პარტიის თავმჯდომარე, რაც არის ნათქვამი, სწორედ ესე განვითარდება.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში - აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად

კომენტარები