ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი: მამუკა ბახტაძე კომპეტენტურია რომ გაუძღვეს დღევანდელ მთავრობას

პრემიერმინისტრის არჩევაში რა თქმა უნდა მქონდა როლი და წვლილი და მიმაჩნია, რომ მამუკა ბახტაძე კომპეტენტურია რომ გაუძღვეს დღევანდელ მთავრობას. როგორც ფინანასთა მინისტრის რანგში, მან [მამუკა ბახტაძე] ძალიან ბევრი კარგი პროექტი შემოიტანა და ინოვაციური წინადადები ჰქონდა, რაც ინერგება კიდეც და მისი აღსრულების პროცესი მიდის მთავრობაში. სხვა დანარჩენი უფრო გვიან უნდა შევაფასოთ, რამდენად სწორი შერჩეული იქნა და დაკომპლექტებული ხელისუფლება. რაც შეეხება ძირითადს და განსხვავებულს წინა ხელისუფლებისგან, რაც მან უკვე ამ მოკლე პროცესში დაიწყო დანიშვნიდან და აგრძელებს, რომ მაქსიმალურად უნდა ჰქონდეს ახალ ხელისუფლებას ურთიერთობა პარლამენტთან. ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, მარგველაშვილსაც შეახსენეთ სულ სააკაშვილს რომ უნდა შეედაროს, შეედაროს ხელისუფლების სიჭარბით.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში - აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად

კომენტარები