სატრანსპორტო პოლიტიკა

ბახტაძე: ვიცი, რამდენი ყვითელი ავტობუსი გაივლის გულში რას ფიქრობთ, მეც იმავეს ვფიქრობ

გადავწყვიტეთ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი მივმართოთ ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან იმისთვის, რომ თბილისში უახლოესი თვეების განმავლობაში პრინციპულად შევცვალოთ ის ეკოსისტემა, რაც უკავშირდება ზოგადად სატრანსპორტო სისტემას, რომელიც არის ძალიან არაეფექტური. თითოეული თქვენგანის დამოკიდებულება ვიცი, რამდენი ყვითელი ავტობუსი გაივლის გულში რას ფიქრობთ, დამერწმუნეთ მეც იმავეს ვფიქრობ, მაგრამ ამის აღმოფხვრა ერთ კვირაში და ორ კვირაში იყო შეუძლებელი. თუმცა ის გრაფიკი, რომელსაც დღეს მერია წარმოგვიდგენს, დამერწმუნეთ მართლაც არის ძალიან ამბიციური, განვითარებული ქვეყნების დედაქალაქებსაც კი უჭირთ ისე მოკლე დროში ჩაანაცვლონ სატრანსპორტო საშუალებები, როგორც ამას თბილისის მერია გააკეთებს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით. 

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები