NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ტრენდები

ქალები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მოსწონთ თავიანთი ჭაღარა

პარასკევი, 20 ივლისი, 2018 - 14:55
www.bbc.co.uk
tbl.ge/31ar
დაკოპირდა

კეით დინოტა შვიდი წლის იყო, როცა დედამ პირველად ნაცრისფერი თმა უპოვა. 14 წლისთვის, მას უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ თმის შეღებვა დაეწყო. 28 წლის იყო, როცა მას სალონის სავარძელში უკვე 1 000 საათი ჰქონდა გატარებული და 18 000 დოლარი - დახარჯული. მან სწორედ ამ დროს გადაწყვიტა, რომ ურჩევნია, მიიღოს და დაფასოს თავისი ბუნებრივი თმა. 

ის ერთ-ერთია ასობით ქალიდან, რომლებიც ინსტაგრამის ანგარიშზე - Grombre - არიან პოპულარულები. ქალების საზოგადოება, რომელიც უარს ეუბნება თმის საღებავებს. 

ინსტაგრამის ანგარიშზე ეს ქალები ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებენ. მას 10 000 მიმდევარი და ძალიან ბევრი გამამხნევებელი კომენტარი აქვს.

ქეითი, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს, ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიმართ ხალხი სკეპტიკური იყო. "ხალხი მეკითხებოდა - დარწმუნებული ხარ? კარიერისთვის ცუდი არ იქნება?ჯერ ახალგაზრდა რომ ხარ? ეს სისულელეა." ის ფიქრობს, რომ ნაცრისფერთმიანი ქალები უფრო მეტად უნდა იყვნენ წარმოდგენილები საზოგადოებაში. 

აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა არსებობს საზოგადოებრივი წნეხი, რომელიც მიგითითებს, რომ უნდა გამოიყურებოდე ახალგაზრდულად, შეღებილი ნაცრისფერი თმა საკმაოდ მასშტაბური მოდის ტრენდი გახდა. ცნობილი ადამიანები, როგორებიცაა ლედი გაგა, ბიონსე და მერაია ქერი, ხშირად იღებავენ თმას ვერცხლისფრად. სილამაზის სალონებში წელს განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ვერცხლისფერ თუ ნაცრისფერ, ისევე როგორც ვარდისფერ თმაზე. ამ ტრენდმა არაერთი ქალი დაარწმუნა, რომ ბუნებრივი თმის შეღებვა უნდა შეეწყვიტა. 

თმის საღებავს ეგვიპტესა და რომშიც იყენებდნენ, მაგრამ თანამედროვე ეპოქაში ის მეოცე საუკუნეში გაჩნდა. თმის შეღებვა არ მიიჩნეოდა ისეთ ქცევად, რომელიც პატიოსან ქალს შეეფერება, რადგან ის უბიწო სილამაზის იდეის საწინააღმდეგო მნიშვნელობას ატარებდა.

ეს შეიცვალა მაშინ, როცა გაჩნდა ისეთი ბრენდები, როგორებიცაა ლორეალი და კლაიროლი. მათი კომერციული საღებავები მხოლოდ იმ ქალებზე იყო გათვლილი, რომლებსაც ახალგაზრდულობის შენარჩუნება უნდოდათ. რამდენიმე ათწლეულში იგივე დაიწყეს კაცებზე ორიენტირებულმა ბრენდებმა.

ბრედფორდის უნივერსიტეტის პროფესორი დესმონდ ტობინი, რომელიც თმის და კანის პიგმენტაციას შეისწავლის, ამბობს, რომ ევროპელებისთვის 20 წლის ასაკში შეჭაღარავება სავსებით ნორმალურია. 

მან მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ კვლევაში, რომელშიც თმის სხვადასხვა თვისებებზე პასუხისმგებელი გენები შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ აფრიკული და აზიური წარმოშობის ადამიანები უფრო გვიან ჭაღარავდებიან. თმის ფოლიკულის ჩამოყალიბების პროცესზე ბევრი რამ ახდენს გავლენას, მაგრამ ზოგიერთ ადამიანი პიგმენტის დაკარგვისკენ და გამელოტებისკენ უფრო მეტადაა წინასწარგანწყობილი.

ვარცხნილობაჭაღარასილამაზის სტანდარტებისაზოგადოებრივი წნეხითმის შერებვატრენდები

კომენტარები

ბოლო სიახლეები

"უკანონოდ ინახავდა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები" – დაკავებულია 1 პირი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 16:39

"უკანონოდ ინახავდა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები" – დაკავებულია 1 პირი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა (რ)
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 16:28

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა (რ)

ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი - მაჭავარიანი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 16:13

ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი - მაჭავარიანი

დედების რჩეული ბრენდი Momcozy უკვე ჯპს-შია (რ)
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 16:03

დედების რჩეული ბრენდი Momcozy უკვე ჯპს-შია (რ)

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის 9 პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო – POG
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 15:55

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის 9 პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო – POG

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
4NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
5მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕