მიხეილ სააკაშვილი

სააპელაციო სასამართლომ სააკაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

unian.net

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ 2018 წლის 5 იანვარს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. ექსპრეზიდენტს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ეს პირველი განაჩენი იყო, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საქართველოს სასამართლოებში გამოცხადდა.

მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარემ განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სწორედ ამ საჩვარზე გადაწყვეტილება გამოიტანა დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ. 

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გაამტყუნეს. გამოძიების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებას დაპირდა. გამოძიების თანახმად, ექსპრეზიდენტმა შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, "რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის".

კომენტარები