საგარეო ვაჭრობა

ექსპორტმა $1.6 მილიარდს მიაღწია, ზრდა 29%-ს შეადგენს

Getty Images

2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ექსპორტმა $1.6 მილიარდს მიაღწია, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-ით მეტია. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ექსპორტთან ერთად გაზრდილია იმპორტის მაჩვენებელიც. წლის პირველ ნახევარში იმპორტი $4.4 მილიარდი დოლარი იყო, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 24%-ით აღემატება. 

ექსპორტის ზრდა 2018 წლის განმავლობაში არსებული შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი იყო, თუმცა ექსპორტის არსებული დონე კვლავ ჩამოუვარდება 2013 წლის მაჩვენებელს.

გასული წლების მიხედვით, ექსპორტის დინამიკა ასეთი იყო:

  • 2013 - $2.9 მილიარდი
  • 2014 - $2.8 მილიარდი
  • 2015 - $2.2 მილიარდი
  • 2016 - $2.1 მილიარდი
  • 2017 - $2.7 მილიარდი.

იმპორტი კი ასე იცვლებოდა:

  • 2013 - $8 მილიარდი
  • 2014 - $8.6 მილიარდი
  • 2015 - $7.3 მილიარდი
  • 2016 - $7.3 მილიარდი
  • 2017 - $7.9 მილიარდი.

საქსტატს კონკრეტული დასახელების პროდუქტების მიხედვით ექსპორტ-იმპორტის დინამიკა ჯერ არ გამოუქვეყნებია. ასევე არ არის გამოქვეყნებული ინფორმაცია სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების შესახებ, მათ საქსტატი 19 ივლისს გამოაქვეყნებს.

კომენტარები