მსოფლიო ჩემპიონატი 2018

ინგლისის ნაკრები: ყველას ვინც გვგულშემატკივრობდა - ვიმედოვნებთ ამაყობთ ჩვენით

გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე, ინგლისის ნაკრები ხორვატიის ნაკრებთან ანგარიშით 1-2 დამარცხდა და ფინალში გასვლა ვერ შეძლო.

თამაშის შემდეგ, ინგლისის ნაკრების ოფიციალურ ტვიტერზე პოსტი დაიწერა, სადაც მათ გულშემატკივრებს მიმართეს.

"ყველას ვინც გვგულშემატკივრობდა, ყველას ვისაც ჯეროდა რომ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, ყველაც ვისაც არ ეშინოდა ოცნების, ყველას ვინც იცის რომ ეს მხოლოდ დასაწყისია - დიდი მადლობა, ვიმედოვნებთ ამაყობთ ჩვენით" - წერია პოსტში.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 15 ივლისს გაიმართება, სადაც ერთმანეთს საფრანგეთისა და ხორვატიის ნაკრებები დაუპირსპირდებიან.

კომენტარები