თაღლითობა

შსს: თაღლითობის ბრალდებით თარჯიმანი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული ი.კ., რომელიც თარჯიმანია, ირანის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, ახალციხეში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ი.კ.-მ ირანის მოქალაქეს - 1990 წელს დაბადებულ ბ.ხ.-ს თავისი ნაცნობი პროკურატურის თანამშრომლად გააცნო და ვითომდა სისხლის სამართლის საქმეზე გადასახდელი ჯარიმის სახით 500 ლარი გამოართვა.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები