ხანძარი

თბილისში, ჯაფარიძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად, სახლის მეორე სართული და სხვენი დაიწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თბილისში ჯაფარიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად სახლის მეორე სართული და სხვენი (100 კვ.მ) დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 4 სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობს და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ხანძრის შედეგად, მსუბუქი ხარისხის დამწვრობა მიიღო ერთმა მოქალაქემ. ასევე, კვამლით მსუბუქი ინტოქსიკაცია ორმა მოქალაქემ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა მათ ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება

კომენტარები