თალაკვაძე: ოპოზიცია 33 პირისგან შემდგარ სიაში მხოლოდ ორს ხედავს, 31 ადამიანს ვერა

ეს ის ოპოზიციაა, რომელიც 33 ადამიანისგან შემდგარ სიაში მხოლოდ ორს ხედავს და 31 ადამიანს ვერა - ეს აჩვენებს, თუ რაზე არიან ეს ადამიანები ორიენტირებული, საქართველოს მთავრობას სიაში შეყვანილი პირების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალური ცნობები არ მიუღია. ჩვენი მხრიდან ცალმხრივად იმის ჩათვლა, რომ ეს ადამიანები გარდაცვლილები არიან, იურიდიულად სწორი არ არის.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში გარდაცვლილი ადამიანების შეყვანის შესახებ. სიაში გარდაცვლილი ადამიანების შეყვანის გამო მთავრობას საპარლამენტო უმცირესობა აკრიტიკებს. თალკვაძის ამ კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები