FIFA WORLD CUP 2018

მოჰამედ სალაჰს კადიროვმა ჩეჩნეთის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა

ეგვიპტელ თავდამსხმელს მოჰამედ სალაჰს რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა.

გროზნოში ეგვიპტის ნაკრების საპატივცემულოდ გამართულ ბანკეტზე კადიროვმა სიტყვა წარმოთქვა და ლივერპულის ფორვარდს მაისურზე ჩეჩნეთის დროშის გამოსახულების ბროში მიამაგრა. სალაჰს ვერცხლის თეფში და გროზნოს საფეხბურთო კლუბ ახმატის მაისურიც ერგო.

ჩეჩნეთი რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებს არ მასპინძლობს, თუმცა ეგვიპტის ნაკრები სწორედ აქ იყო ბაზირებული.

ეგვიპტის ნაკრების სპიკერს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ეგვიპტე მსოფლიო ჩემპიონატს ერთი თამაშის შემდეგ დაემშვიდობება.

კომენტარები