მსოფლიო ჩემპიონატი 2018

კოლუმბიელი მომღერალი Maluma მოსკოვში გაქურდეს

კოლუმბიელი მომღერალი მალუმა, რომელიც რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრებად ჩავიდა, გაქურდეს. 

როგორც ტელეარხი Mash-ი იუწყება, სასტუმრო 4 Seasons-ის ნომერში, რომელიც მალუმას ეკუთვნის, ქურდი შეიპარა და ძვირფასი ნივთები მოიპარა.

39 მოპარულ ნივთს შორის იყო: Cartier-ს ვარდისფერი ოქროს სამაჯური (46 ათასი დოლარი), 70 ათასი დოლარის ღირებულების საათი და სხვა. საერთო ზარალმა 50 მილიონ რუბლს გადააჭარბა, რაც დაახლოებით 780 000 დოლარია.

პოლიციას სავარაუდო დამნაშავე ჯერაც არ დაუკავებია. მათი ვარაუდით, ქურდი შესაძლოა, მომღერალთან დაახლოებული ადამიანი იყოს.

კომენტარები