56 წლის ასაკში მომღერალი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა. ის სიმსივნეს ებრძოდა.
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, 29 მაისს ფილარმონიასთან მისი ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნაზე მან ოცამდე სიმღერა შეასრულა, მათ შორის დუეტები ცოლთან და შვილთან, ზუკა ხუციშვილთან ერთად.





