თბილისის მეტრო

თბილისის მეტრო გაიხსნა

თბილისის მერია

თბილისის მეტრო გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას თბილისის მეტროპოლიტენში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, მეტროს ყველა სადგური შეუფერხებლად მუშაობს. 

მათივე ინფორმაციით, "მეტროს მემანქანეები და თბილისის მერიის წარმომადგენელი შეთანხმდნენ, რომ 2019 წლიდან მოხდება ყველა შესაძლებლობის განხილვა, რომ გაუმჯობესდეს მემანქანეების სამუშაო პირობები."

თბილისის მეტროპოლიტენი, მემანქანეების გაფიცვის გამო, ორი დღის განმავლობაში არ მუშაობდა. მეტროს მემანქანეები ხელფასის 45%-იან მატებას ითხოვდნენ. მათ სასამართლომ გაფიცვის უფლება მხოლოდ არასამუშაო საათებში მისცა. ამის გამო, "ერთობა 2013"-ში გაერთიანებული მემანქანეები კვირას, 4 ივნისს გაიფიცნენ და შიმშილობა დაიწყეს. შესაბამისად, 5 ივნისის დილით სამსახურში მისულმა მემანქანეებმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარეს.

კომენტარები