ციხელაშვილი: ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ტატუნაშვილს 100-მდე დაზიანება აღენიშნებოდა

ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ტატუნაშვილს 100-მდე სხვადასხვა ხარისხისა და სიმძიმის დაზიანება აღენიშნებოდა, რაც უკვე ადასტურებს იმას, რომ ტატუნაშვილის მიმართ გამოყენებულია მიზანმიმართულად ძალა - მის მიმართ ჰქონდა ადგილი არაადამიანურ მოპყრობას და ეს გამოძიებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ხვალ გვაქვს ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ერგნეთში. ამ შეხვედრაზე უმთავრესი საკითხი კვლავ იქნება ტატუნაშვილის საქმე. წინა შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რამდენიმე საათი დაუთმო იმ საკითხების მოძიებას, დეტალებზე საუბარს და ინფორმაციის მიღებას, რაც არის გამოძიებისა და პასუხისმგებელი პირების დადგენის, მათი მართლმსაჯულებისთვის მისაცემად აუცილებელი. ეს საკითხი აუცილებლად გაგრძელდება ხვალაც და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ქართული მხარე წინ წაიყვანს გამოძიებას.

შერიგების მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის შესახებ. ციხელაშვილის ამ კომენტარს სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები