სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

ზაზა სარალიძე: 20-მდე ადამიანი ჩემ გატაცებას აპირებდა

ფაქტია, რომ აპირებდნენ ჩემს მოტაცებას. ჩემი მეგობრები რომ არ ყოფილიყვნენ, ჩამჭიდეს ხელი და თითქმის გამატანეს, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა ივაჟკაცეს და არ გაატანეს ჩემი თავი. ძალიან ბევრნი იყვნენ, თითქმის 20 კაცი. ჯერ პროვოკაციაზე წამოვიდნენ, თითქოს მე პოლიტიკურ სახეს ვაძლევ ამას. პოლიტიკური სახე თვითონ მთავრობამ მისცა ამას. თვითონ გააპოლიტიზირეს ყველაფერი, მე არ გამიპოლიტიზირებია. თავის დროზე რომ მოსულიყვნენ ჭკუაზე და ჩემი შვილის მკვლელები დაესაჯათ, ქუჩაში გამოსვლა ჩემი მოწოდება არ იყო. რკინის ქალამნები ჩავიცვი და 6 თვის განმავლობაში ვიხვეწებოდი ჩემი შვილის მკვლელების დასჯას. შოთაძე გაწირეს, ეს სუბელიანი რა გახდა ასეთი.

ამის შესახებ ზაზა სარალიძემ რუსთავი 2-თან განაცხადა.

კომენტარები