კრიმინალი

შსს: პირი იმ დროს დავაკავეთ, როცა ბანკიდან თანხა გაიტაცა და მიმალვას ცდილობდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ "ლიბერთი ბანკის" ერთ-ერთი ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა.

შსს-ში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც მან იარაღის მუქარით ბანკიდან თანხა გაიტაცა და მიმალვას ცდილობდა.

ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია 1977 წელს დაბადებული ზ.ლ.

"სამართალდამცველების მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სამედიცინო პირბადე, ხელთათმანები, ფულადი თანხა და დანაშაულის ჩადენის იარაღი (სავარაუდოთ პნევმატური იარაღი), რომელიც შესაბამისი ექსპერტიზაზე გადაიგზავნა.

სამართალდამცველებთან პირველადი გამოკითხვისას დაკავებულმა ზ.ლ.-მ აღიარა რომ, მან  2018 წლის 27 თებერვალს „ლიბერთი ბანკის“ იგივე ფილიალზე განახორციელებულა ყაჩაღობა, საიდანაც იარაღის მუქარით გაიტაცა ფულადი თანხა და მიიმალა", - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციითვე, გამოძიება სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 

კომენტარები