ქართველები დაბადებული ვართ იმისთვის, რომ ვიყოთ თავისუფლები. ჩვენი წარმატება, ჩვენი ღირსება ყოველთვის არის ჩვენს თავისუფლებაში. თავისუფლება არის ძალიან, ძალიან ძვირფასი და არის მსხვრევადი. ახლა ჩვენი თავისუფლება არის ისევ საფრთხის ქვეშ. საქართველო მაგონებს ველოსიპედს, სადაც პედლები სწრაფად ტრიალებდა, სწრაფად მივდიოდით წინ, პედლები აღარ ტრიალებს, რაღაც პერიოდით ინერციით წავედით წინ, ველოსიპედმა დაიწყო გადახრა, შეაჩერა, შენელდა და შეიძლება, წაიქცეს და გადაიჩეხოს. იმისთვის, რომ არ გადავიჩეხოთ, ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად. ეს ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს, უნდა მოვიშოროთ მისი მარწუხები და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით, მხოლოდ ერთად დგომით, მხოლოდ ძველი წყენების დავიწყებით
tbl.ge/2xy0
დაკოპირდა

ექსპრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით
ამავე თემაზე
- "ვამაყობ ჩვენს ერებს შორის მეგობრობით" – მეფე ჩარლზმა ქართველ ხალხს 26 მაისი მიულოცა
- ვაშინგტონის მერმა ამ წლის კალენდარშიც 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა
- ზურაბიშვილი: საქართველო გამარჯვებულია, რადგან არცერთმა პატიმარმა ღირსებაზე არ თქვა უარი
- ზელენსკი: გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
- ილია II: სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს




