ირანის ბირთვული შეთანხმება

ჯავად ზარიფმა და ფედერიკა მოგერინიმ ბირთვული შეთანხმების შენარჩუნება განიხილეს

მუჰამედ ჯავად ზარიფი
Reuters

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუჰამედ ჯავად ზარიფი საგარეო საქმეთა და უშიშროების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის შეხვდა.

ირანი 2015 წლის ბირთვული შეთანხმების წევრ ქვეყნებთან შეთანხმების შესანარჩუნებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ირანს მოუწოდებენ აშშ-ის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ გააგრძელონ საკითხზე აშშ-ის გარეშე მუშაობა.

"ქალბატონ მოგერინისთან ჩვენი შეხვედრა იყო კარგი და კონსრუქტიული. ჩვენ წინსვლისათვის სწორ გზაზე ვდგავართ. გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ირანის უფლებების დაცვის გარანტიას. მოლაპარაკებები მომდევნო ორი კვირის მანძილზე გაგრძელდება." "ჩვენ ვთანხმდებით შეთანხმების სრულად იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე და ასევე ირანისა და სხვა მხარეების უფლებების დაცვაზე." თქვა ჯავად ზარიფმა შეხვედრის შემდეგ.

კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას ირანის ბირთვული შეთანხმება განიხილეს. ემანუელ მაკრონი ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში რუსეთს მომდევნო კვირას ეწვევა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება 8 მაისს გამოაცხადა.

ტრამპის განცხადებით, ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც გადაწყვეტს, დაეხმაროს ირანს თავისი მიზნის შესრულებაში, მკაცრი სანქციები უნდა დაუწესდეს.

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია 2015 წლის შეთანხმების ფარგლებში, რუსეთთან და ჩინეთთან ერთად, არსებული ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებას აპირებენ.

ირანის პრეზიდენტის თქმით ქვეყანა მზადაა ამ ქვეყნებთან შეთანხმების შენარჩუნებაზე იმუშაოს, თუმცა თუ შეთანხმების გადარჩენა ვერ მოხდება ურანის გამდიდრების პროგრამას განაახლებს.

კომენტარები