ოჯახში ძალადობა

ცოლის ცემაში ბრალდებულს 6-თვიანი პატიმრობა და 6-თვიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა

www.cbc.ca

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ი.მ. დამნაშავედ ცნო. ი.მ-ს სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 6 თვეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო დანარჩენი 6 თვე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 1 წელი.

"დადასტურდა, რომ ი.მ-მ 2018 წლის 23 თებერვალს, ღამის საათებში, დედოფლისწყაროს რაიონში, მისსავე საცხოვრებელ სახლში,არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის ჯ.ა.-ს მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რა დროსაც თავის არეში ხელისა და მობილური ტელეფონის მრავალჯერადი დარტყმით მას ფიზიკური ტკივილი და მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა" - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა ი.მ. იმავე დღეს დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები