TI-ის კვლევა: მოსახლეობის 44%, სააკაშვილის დაჭერის შემთხვევაში, მის შეწყალებას ემხრობა

unian.net

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) დღეს, 11 მაისს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 44% მიიჩნევს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჩამოსვლისა და დაკავების შემთხვევაში, პრეზიდენტმა ის უნდა შეიწყალოს. 

კითხვაზე, "საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა ემუქრება. უნდა შეიწყალოს, თუ არა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილი?" 44% პასუხობს, რომ დიახ. 38%-ის აზრით, პრეზიდენტმა სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს, ხოლო 18%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა ან არ სურს, ან არ იცის.

წაიკითხეთ ამავე თემაზე - 

TI-ის კვლევა: მოსახლეობის 59%-ის აზრით, რამე გვეშველება

TI-ის კვლევა: ივანიშვილის დაბრუნებამდე, 69% თვლიდა, რომ ის პოლიტიკაში ჩართული იყო

TI-ის კვლევა: პრემიერმინისტრს 9% ენდობა სრულად, 19% - საერთოდ არა

TI-ის კვლევა: 50%-ზე მეტი თვლის, რომ პროკურატურა, შსს და სუს ოცნების ინტერესებს ატარებენ

TI-ის კვლევა: მოსახლეობის 45% თვლის, რომ ნარკოტიკის ჩადების პრაქტიკა არსებობს

TI-ის კვლევა: 50%-ზე მეტის აზრით, ნარკოტიკის პირადი მოხმარების გამო, პირს არ უნდა აპატიმრებდნენ

TI-ის კვლევა: 58%-ის აზრით, სასამართლო სისტემა ქართული ოცნების გავლენის ქვეშაა

არასამთავრობო ორგანიზაცია TI-ის დაკვეთით, კვლევა "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" ჩაატარა. კვლევა 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა და მთელი საქართველოს მასშტაბით 1 843 გამოიკითხვა. 

საშუალო ცდომილება 2.8%-ია. 

კვლევა ეხება კითხვებს კორუფციის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი ნდობის, ხელისუფლების ძირითადი შტოებისა და ორგანოების მუშაობის, საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

კომენტარები