ნარკოპოლიტიკა

კობახიძე ნარკოპოლიტიკაზე: აპრიორი არც გამკაცრებისკენ და არც ლიბერალიზაციისკენ არ ვიხრებით

ჩვენთვის მთავარია დაბალანსებული კანონპროექტის შემუშავება [ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით]. მიზანი არის მარტივი - საქართველოში უნდა შემცირდეს  ნარკოტიკების მოხმარება და უნდა იყოს მაქსიმალურად რაციონალური სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა. ეს არის ზოგადი მიზნები და ამ ზოგადი მიზნების ჭრილში უნდა იყოს განხილული კანონპროექტი. ჩვენ, ბუნებრივია, აპრიორი არც გამკაცრებისკენ და არც ლიბერალიზაციისკენ არ ვიხრებით. მთავარია, იყოს დაბალანსებული პოლიტიკა და მთავარია ეს ორი მიზანი იყოს მიღწეული. თუ მკაცრი პოლიტიკით არის შესაძლებელი ნარკოტიკების მოხმარების შემცირება, აქეთ წავალთ, თუ უფრო ლიბერალური პოლიტიკა შეუწყობს ხელს ნარკოპოლიტიკის შემცირებას, წავალთ მეორე მხარეს. მთავარია, მიზანი იყოს მიღწეული და მთავარია, დაბალანსებული იყოს ის კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ

კომენტარები