თბილისში, ფიფიას ქუჩაზე სატვირთო ავტომანქანა დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, იყო საშიშროება, ცეცხლი მეორე სატვირთო ავტომანქანასაც წაკიდებოდა.
ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.





