აიისა

მშვენიერაძე: ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი გამოხატვის თავისუფლებისთვის

ეს არის ფაქტობრივად სახელმწიფოს და სასამართლოს მხრიდან ცენზურის დაწესება გამოხატვის თავისუფლებაზე, ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი გამოხატვის თავისუფლებისთვის და არის უკვე ის დრო, როცა ყველამ განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ, იმუტომ, რომ არამხოლოდ თვითმმართველობის ორგანო თვლის რომ მორალი, ზნეობა უნდა იქცეს ამ ქვეყანაში კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის გარანტად, არამედ, ამას ასე მიიჩნევს სასამართლოც და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი.

პრეზერვატივების მწარმოებელი "აიისას" დაცვის მხარე გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ასევე, მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. ცნობისთის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მერიის განცხადება და "აიისა" 500 ლარით დააჯარიმა. სასამართლომ ჩათვალა, რომ შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის, ასევე თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა. სასამართლომ აიისას მსგავსი შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გამოყენება აუკრძალა.

კომენტარები