გაზმომარაგების შეწყვეტა

ხვალ, 2 მაისს, გარდაბნისა და მარნეულის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

pennystockresearch

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, ხვალ, 2 მაისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელსა და ქალაქ გარდაბანში რამდენიმე ქუჩას, ასევე, მარნეულის მუნიციპალტეტის რამდენიმე სოფელს გაზმომარაგება შეუწყდება.

კომპანიაში ამის მიზეზად გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებს ასახელებენ.

გარდაბანი:

  • 2 მაისის დილის 10:00 საათიდან 3 მაისის საღამოს 16:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება შემდეგ სოფლებს: სართიჭალას, ზემო ვაზიანსა და მუხროვანი;
  • 2 მაისის დილის 11:00 საათიდან 4 მაისის საღამოს 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება შემდეგ სოფლებს: კაპანახჩი და ლელაშხა;
  • 2 მაისის დილის 11:00 საათიდან 4 მაისის საღამოს 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქალაქ გარდაბანში ქუჩებს: ლესელიძის, თბილწყაროს, ოქტომბრის, დ. აღმაშენებლის, კონსტიტუციის, ულიანოვსკისა და კოტეჟების.

მარნეული:

  • 2 მაისის დილის 10:00 საათიდან საღამოს 16:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება მარნეულის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: აზიზქენდი, ალგეთი, ბაიდარი, გაჯისაქენდი, თაზაქენდი, საბირქენდი, ქუთლიარი, ხუტორი და ლეჟბადინი.

"სოკარ ჯორჯია გაზში" აცხადებენ, რომ აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ. 

კომპანია მოსახლეობას დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

კომენტარები