ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარ ორ აფეთქებას სულ მცირე 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 49.
გარდაცვლილთა შორის 7 ჟურნალისტია. ისინი პირველი აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილას მივიდნენ და თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ მეორე აფეთქებას ემსხვერპლნენ.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
ერთი კვირის წინ ქაბულში წინასაარჩევნო რეგისტრაციის ცენტრთან მომხდარ აფეთქებას 60 ადამიანი ემსხვერპლა. მაშინ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.