დაპირისპირება 24-ე სკოლასთან

24-ე სკოლასთან არასრულწლოვნებსა და ერთ პირს შორის დაპირისპირება მოხდა

flickr

თბილისში, 24-ე სკოლასთან არასრულწლოვნებსა და კიდევ ერთ პირს შორის დაპირისპირება მოხდა.  შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, დაპირისპირებაში ცივი იარაღი არ ფიგურირებდა.

"ინციდენტში ჩვენი სკოლიდან ორი მოსწავლე მონაწილეობდა და კიდევ ერთი პირი. მოსწავლეები ამჟამად გამოკითხვაზე იმყოფებიან. დაპირისპირების მიზეზი მე ნამდვილად არ ვიცი,"- თქვა ინტერპრესნიუსის ცნობით, სკოლის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ.

კომენტარები