შეწყალების კომისია

ჩუგოშვილი: პრეზიდენტი შეწყალებას თუ შეაჩერებს, ადამიანს სიცოცხლეს ვერ დაუბრუნებს

სხვა ქვეყანა არ მეგულება, რომელიც ამ სტატისტიკასთან ახლოს მაინც მოვა. ეს ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებელია და შედეგიც ვნახეთ. შეწყალებულმა პირმა უსასტიკესი მკვლელობა ჩაიდინა. ნებისმიერ ძალადობრივ დანაშაულთან დაკავშირებით პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ. ბუნებრივია, ამაზე დავა არც შეიძლება. შეწყალებას ახლა თუ შეაჩერებს, კონკრეტულ ადამიანს სიცოცხლეს ვერ დაუბრუნებს. ეს მექანიზმი რა სახითაც პრეზიდენტის ხელში მივიღეთ, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. შეიძლება სხვა ქვეყნებში ამის ანალოგი სადმე არის და მე არ გამიგია, მაგრამ შეწყალება ერთეულ შემთხვევებში გამოყენებული შემთხვევაა და არა ასობით, ათასობით პირის მიმართ გამოყენებული აქტი. განსაკუთრებით ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ. რატომღაც, ჩვენმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი ამ ფორმით გამოეყენებინა. კრიტერიუმებს შეცვლიან თუ გამოყენების პრაქტიკას, ეს მათი პრეროგატივაა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი შეწყალების კომისიის შესახებ. დღეს გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ ძალადობრივ დანაშაულებზე შეწყალების აქტის გამოცემას დროებით აჩერებს. გამოძიების ინფორმაციით, 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი დედამისის ყოფილმა ქმარმა - 46 წლის ვეფხია ბაქრაძემ ცივი იარაღით მოკლა. ვეფხია ბაქრაძე ოჯახში ძალადობისთვის წარსულშიც იხდიდა სასჯელს. ის პრეზიდენტმა შეიწყალა და საპატიმრო ვადა გაუნახევრა. ბაქრაძემ საპატიმრო 2017 წელს დატოვა. ჩუგოშვილის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები