ხანძარი

თევდორე მღვდლის ქუჩაზე 600 კვ.მ-ზე განთავსებული სასაწყობე ფართი დაიწვა

Reuters

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე 600 კვ.მ-ზე განთავსებული სასაწყობე ფართი დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სასაწყობე ფართში მარილი ინახებოდა.

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო 50 მეხანძრე-მაშველი, 11 სახანძრო ავტოცისტერნა, 3 სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დშავებულა.

კომენტარები