ოჯახში ძალადობა

არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 1 წელი მიუსაჯეს

www.iranhumanrights.org

სასამართლომ არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო და 1 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა ყოფილ ცოლს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

"სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა გ.ნ.-მ 2017 წლის 13 დეკემბერს ადიგენის რაიონში, ყოფილ მეუღლეს თ.ა.-ს ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო და ფიზიკური ტკივილი განიცადა. სამართალდამცველებმა გ.ნ. 2017 წლის 16 დეკემბერს ადიგენის რაიონის სოფელ უდეში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, არაერთგზის) წარედგინა." - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

კომენტარები