თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცმა ცოლს სცემა და მუშტის მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ე.ნ.-მ 2018 წლის 12 იანვარს, ქ.თბილისში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში მეუღლის ნ.ი.-ს მიმართ ძალადობა ჩაიდინა, რა დროსაც მუშტის მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა. სამართალდამცველებმა ე.ნ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვაწევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა." - წერია პროკურატურის განცხადებაში.





