უზნეო განცხადებები გაკეთდა სწორედ მიზანმიმართულად იმისათვის, რომ გამოხმაურება ყოფილიყო ასეთი, ამდაგვარი აგრესიული და მე ვფიქრობ, რომ ხშირად საზოგადოებამ ზუსტად უნდა დაუსვას დიაგნოზი და ადეკვატური გამოხმაურება უნდა გააკეთოს ასეთი სახის გამოხდომებზე, რაც რუსთავი 2-ის ერთერთმა წამყვანმა დაუშვა, შეურაცხყო რა ჩვენი ყველას რელიგიური გრძნობები. მკრეხელობაზე აქ არ არის საუბარი. მე ვფიქრობ, აქ საუბარია გამიზნულ პროვოკაციაზე, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა სწორედ ასეთი ვითარება.
თავდასხმა რუსთავი 2-ზე
ვოლსკი გაბუნიაზე: მკრეხელობაზე არ არის საუბარი, საუბარია გამიზნულ პროვოკაციაზე
tbl.ge/2ub9
დაკოპირდა
განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ გიორგი გაბუნიას მონოლოგზე. ცნობისთვის, გუშინ ე.წ ქართული მარშის წევრები რუსთავი 2-ის შენობასთან მივიდნენ და გიორგი გაბუნიას ეზოში არ უშვებდნენ. ქართული მარში აგრესიის მიზეზად ასახელებდა, გიორგი გაბუნიას მონოლოგს - გადაცემა პოსტკრიპტუმში გაბუნიამ თქვა, რომ "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული".
ამავე თემაზე
- NGO-ები: რ2-ზე ძალადობის გამოძიებისას დისკრიმინაციული მოტივი დამამძიმებელი გარემოება უნდა იყოს
- სასამართლომ "ქართული მარშის" ექვსივე წევრს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
- ხოშტარია: მოძალადე ჯგუფები არსებობს ბევრ ქვეყანაში, მაგრამ არიან მარგინალიზებულები
- გიორგი გაბუნია: უკვე იძულებული ვარ, დაცვით გადავადგილდე
- "არა ფობიას": რ2-თან აგრესია ექსტრემიზმთან ბრძოლის პოლიტიკის საჭიროებას აჩვენებს