ეს იყო პირდაპირი თავდასხმა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე. ქართული მარში სინამდვილეში არის, რუსული მახინჯი იდეოლოგიის გაერთიანება. ჩვენ ვართ მომსწრე როგორ დათარეშობენ ეს ადამიანები, სჩადიან დანაშაულს, ხელისუფლება ხელს აფარებს. ხშირ შემთხვევაში არც სჯის მათ ქმედებებს. შესაბამისად, დღეს მომხდარზე მთლიანად პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას.
თავდასხმა რუსთავი 2-ზე
ნადირაშვილი: ქართული მარში, სინამდვილეში, რუსული მახინჯი იდეოლოგიის გაერთიანებაა
tbl.ge/2u9v
დაკოპირდა
განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა ირმა ნადირაშვილმა ე.წ ქართული მარშის აქტივისტების აქციასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, დღეს ე.წ ქართული მარშის წევრები რუსთავი 2-ის შენობასთან მივიდნენ და გიორგი გაბუნიას ეზოში არ უშვებდნენ. ე.წ ქართული მარში აგრესიის მიზეზად გიორგი გაბუნიას გუშინდელ მონოლოგს ასახელებდა - გაბუნიამ თქვა, რომ "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული".
ამავე თემაზე
- NGO-ები: რ2-ზე ძალადობის გამოძიებისას დისკრიმინაციული მოტივი დამამძიმებელი გარემოება უნდა იყოს
- სასამართლომ "ქართული მარშის" ექვსივე წევრს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
- ხოშტარია: მოძალადე ჯგუფები არსებობს ბევრ ქვეყანაში, მაგრამ არიან მარგინალიზებულები
- გიორგი გაბუნია: უკვე იძულებული ვარ, დაცვით გადავადგილდე
- "არა ფობიას": რ2-თან აგრესია ექსტრემიზმთან ბრძოლის პოლიტიკის საჭიროებას აჩვენებს