დემნა გვასალიამ Balenciaga-სთვის საზაფხულო ჩუსტები შექმნა. ის ლურჯი ფერის არის, მასზე წარწერა კი აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ბერნის სანდერსის 2016 წლის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის ლოგოს დიზაინით არის ინსპირირებული.
ჩუსტები ბალენსიაგას 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის წლის კოლექციის ნაწილია, რომელშიც დემოკრატი კანდიდატით ინსპირირებულ მაისურებს, ქუდებს და შარფებსაც ვხვდებით.
ჩუსტების ფასი 595 აშშ დოლარია. ქუდის - 205$.