სომხეთი

სომხეთის პარლამენტმა პრეზიდენტად არმენ სარგისიანი დანიშნა

არმენ სარგისიანი და სერჟ სარგსიანი
President.am

სომხეთის პარლამენტმა პრეზიდენტის პოსტზე მხარი არმენ სარგისიანის კანდიდატურას დაუჭირა.

მის კანდიდატურას ხმა 90 კანონმდებელმა მისცა, წინააღმდეგი იყო 10, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.

ის სომხეთის მეოთხე პრეზიდენტი გახდება და პოსტს 7 წლით დაიკავებს.

64 წლის სარგისიანი პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა. ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც პარლამენტმა აირჩია.

პრეზიდენტის პოსტს დღემდე სერჟ სარგსიანი იკავებდა. ოპოზიციის ლიდერების აზრით შესაძლოა მან კვლავ პრემიერმინისტრის პოსტი დაიკავოს.

კომენტარები