მინის ჩამოვარდნა ბარათაშვილის ქუჩაზე

ჩხენკელი: ველოდები ტრაგედიის მიზეზთა უსწრაფეს გამოძიებას და სათანადო რეაგირებას

ძნელია, მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ბარათაშვილის ქუჩაზე დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი. შეუძლებელია, როგორმე ანუგეშო მშობლები და ახლობლები. ამ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს.

მთელ საზოგადოებასთან ერთად ველი შესაბამისი ორგანოების მიერ ტრაგედიის მიზეზთა უსწრაფეს გამოძიებას და სათანადო რეაგირებას.

ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ ასლან მამედოვის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.

მჯერა, რომ ექიმები ყველაფერს გააკეთებენ დაშავებული მოზარდების სიცოცხლის გადასარჩენად.

განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბარათაშვილის ქუჩაზე ერთერთი შენობიდან მინის ჩამოვარდნის შედეგად მოზარდის დაღუპვას ეხმიანება. დაშავებულია კიდევ ხუთი ბავშვი.

კომენტარები