რუსული პროპაგანდა

აბაშიშვილი: რუსული პროპაგანდა ცდილობს, დააზიანოს ჩვენი ვიზალიბერალიზაცია

რუსული პროპაგანდა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესისათვის ზიანის მიყენებაზე მუშაობს.

ჩვენ ორ ფაქტორს უნდა მივაქციოთ ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება: პირველ რიგში, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს ეს მონაპოვარი ვიზალიბერალიზაციის შესახებ. ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილება მონაპოვართან ერთად, ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

იმისათვის, რომ რეალურად ვისარგებლოთ იმ სიკეთეებით, რომელსაც გვაძლევს ვიზალიბერალიზაცია, საჭიროა, რომ ვიყოთ უფრო ფრთხილად. შესაბამისად, ვესაუბროთ მეტი ჩვენ გარშემო მყოფებს იმ სიკეთეებზე და იმ საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება, სიფრთხილის არ არსებობის შემთხვევაში ჩვენ წინაშე დადგეს.

ვიზალიბერალიზაცია უმნიშვნელოვანესი სარგებელი და დიდი პასუხისმგებლობაა, და კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ ეს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი

კომენტარები