ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რომ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში არსებული ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის სრული ლიკვიდაციისთვის 12 სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ცეცხლი ძირითადად შენობის ბოლო სართულს უკიდია, ხანძრის ფართობი დაახლოებით 800-1000 კვადრატული მეტრია.
ხანძარი დაახლოებით 22:00-ზე გაჩნდა.





