თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დღეს თბილისის ტელეანძა ლიტვის დროშის ფერებში განათდა.
წელს ლიტვა დამოუკიდებლობის საიუბილეო თარიღს - 100 წლისთავს აღნიშნავს. 1918 წლის 16 თებერვალს, რუსეთისგან გამოყოფის შემდეგ, ლიტვამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა 1940 წელს ქვეყანაში საბჭოთა ჯარი შევიდა და ნახევარი საუკუნის მანძილზე ის საბჭოთა ქვეყანა იყო. 1991 წელს საბჭოთა კავშირმა ლიტვის დამოუკიდებლობა ცნო.
დღის ფოტო