კენდრიკ ლამარმა თავის კონცერტებზე სურათების გადაღება აკრძალა.
აკრძალვა არ ეხება მხოლოდ კონცერტზე დამსწრე აუდიტორიას, ის პროფესიონალ ფოტოგრაფებსაც შეეხებათ - 2018 წელს ლამარის ევროპულ ტურნეზე სურათების გადაღება შეუძლებელი იქნება.
კენდრიკ ლამარი ევროპაში ტურნეს 12 თებერვალს, ლონდონში იწყებს და 18 აგვისტოს, კრაკოვში ასრულებს.