ხანძარი

ბოლნისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

Reuters

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელ ბალიჭში კერძო საცხოვრებელი სახლი დაიწვა. დამწვარია შენობის ორიევ სართული.  ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლის ჩაქრობას ორი სახანძრო ბრიგადა ცდილობდა. 

ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს მატერიალურ დახმარებას გაუწევს.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის განადგურებას ან დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები