მსოფლიო ჩემპიონატი 2018

მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად რუსეთში მიმოსვლა უვიზოდ იქნება შესაძლებელი

welcome2018.com/en/

2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად რუსეთში მიმოსვლა უვიზოდ იქნება შესაძლებელი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.

ამის შესახებ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ საიტზე წერია. 

უვიზოდ მიმოსვლა მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებსაც მატჩებზე დასასწრები ბილეთები და მაყურებლის სპეციალური ბარათი - გულშემატკივრის პასპორტი [Fan ID] ექნებათ.

გულშემატკივრის პასპორტის ერთხელ აღება საკმარისია იმისთვის, რომ გულშემატკივარმა ყველა მატჩზე დასწრება და უვიზოდ გადაადგილება შეძლოს. პასპორტის აღება როგორც ელექტრონულად, ისე რუსეთში სპეციალურად გახსნილ ჯიხურებშია შესაძლებელი.

მსოფლიო ჩემპიონატი 2018 წლის 14 ივნისს დაიწყება და 15 ივლისს დასრულდება.

კომენტარები