ნარკოპოლიტიკა, რომელიც ქვეყანას აქვს, არის რეპრესიული, დასჯაზე ორიენტირებული და სამწუხაროდ, ამის გამო ჩვენი ქვეყნის ასეულობით მოქალაქე არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ყოველი დღე, როდესაც სახელმწიფო ინარჩუნებს ნარკოპოლიტიკას ამ ფორმით და ამ სახით, არის ასობით ადამიანის თავისუფლების, სიცოცხლის და ამ საზოგადოების სრულუფლებიან წევრად ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა. აქ არ არის საუბარი მხოლოდ გიორგიზე [გიორგანაშვილი], მის მსგავსად და რიგ შემთხვევაში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში არის ათობით და ასობით ადამიანი, ამიტომ ცვლილებები არის აბსოლუტურად აუცილებელი. ამასთან, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ვართ იმ პოზიციაზე, რომ ნარკოდამოკიდებულება არის სერიოზული გამოწვევა საზოგადოებისთვის, რომლის დასაძლევადაც უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ ამ ფორმის ნარკოპოლიტიკა ნარკოდამოკიდებულების პრობლემას ვერ აგვარებს და ამას ფაქტები ადასტურებს.
tbl.ge/2qt7
დაკოპირდა

თქვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა, გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) საქმის და ნარკოპოლიტიკის შეფასებისას. გიორგანაშვილს 0,3726 გრამი ბუპრენორფინის (სუბოტექსის)პირადი მოხმარების მიზნით ფლობის გამო 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ამავე თემაზე
- ნარკოტიკი ვეღარ შემოვიდა და კუსტარული ნარკოტიკის ქარხანა გაჩნდა ქვეყანაში – მდინარაძე
- სარჯველაძე: უნდა დავანგრიოთ მითი, რომ თითქოსდა უსარგებლოა ნარკომანის განკურნებაზე მუშაობა
- ბოჭორიშვილი: საფრანგეთი ანტინარკოტიკული ინიციატივით გამოვიდა, ჩვენც ვუერთდებით
- ხაბეიშვილი კობახიძეს: ბავშვებს რომ დაერიეთ, გეკა თუ ჯეკა გადაამოწმე, კალაძე, ოხანაშვილი
- ნარკოდამოკიდებულთა სავალდებულო მკურნალობისთვის სამედიცინო განყოფილება გაიხსნა – ჯანდაცვა




