ნარკოპოლიტიკა

გახარია: ნარკოპოლიტიკის ძირითადი ამოცანა უნდა იყოს, არ გაჩნდნენ ახალი მომხმარებლები

გიორგი გახარია
ეკონომიკის სამინისტრო

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციასთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში მიდგომები გასამკაცრებელია.

"ვხედავთ, რომ დისკუსია, ნარკოპოლიტიკის თემაზე, დროში გახანგრძლივდა და ეს არ ეხმარება მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენ ამას ვამბობთ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით და განსაკუთრებით იმ ნაწილში, რაც ეხება ქვეყანაში ნარკოსაშუალებების შემოსვლას და მათ რეალიზაციას. აქ ჩვენ, რეალურად, ვხედავთ სერიოზულ რისკებს. ამ მიმართულებით მკაცრი მიდგომები არა თუ შესანარჩუნებელია, ხშირ შემთხვევაში, გასამკაცრებელია"- თქვა გახარიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამოსავალი მხოლოდ ჰუმანური ნარკოპოლიტიკაა.

"მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჰუმანური და კომპლექსური ნარკოპოლიტიკა არის ერთადერთი გამოსავალი. ნარკოტიკების მოხმარებასთან ჰუმანური მიდგომა უნდა იყოს აბსოლუტურად დაბალანსებული, რათა ბალანსი ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისებას შორის იყოს ერთმნიშვნელოვნად დაცული. ეს არ უნდა იყოს მოხმარების წახალისების პროვოცირება. ნარკოპოლიტიკის ძირითადი ამოცანა უნდა იყოს, არ გაჩნდნენ ახალი მომხმარებლები და მოხდეს მომხმარებლების რეაბილიტაცია"- განაცხადა მინისტრმა.

დღეს, იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მოწვევის თხოვნით შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მიმართა.

კომენტარები