ვიდეოთამაში

ვიდეოთამაშ Civilization-ს თამარ მეფის პერსონაჟი დაემატა

ცნობილ ვიდეოთამაშს - Civilization - თამარ მეფის პერსონაჟი დაემატა. თამაშის მეექვსე ნაწილში ცხრა ახალი ლიდერიდან ერთ-ერთი სწორედ თამარ მეფე იქნება. მოთამაშეს მისი როლის მორგება და თამარ მეფის ეპოქის საქართველოს მართვა შეეძლება.

ეს ნიშნავს, რომ თამაშს საქართველო ცივილიზაციად ემატება. მისი უნიკალური დამახასიათებელი საქართველოს დღევანდელ გერბზე დატანილი "ძალა ერთობაშია" იქნება. თამაშში ასევე ჩანს ხევსურეთი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ნაწილი, ასევე ციხის კედლები, თამარ მეფე კი ქართულად საუბრობს. ასევე, თამაშის ინტროში გამოყენებულია ქართული ხალხური მუსიკა. 

Civilization 1991 წელს შეიქმნა. ის სტრატეგიული თამაშების ჟანრს განეკუთვნება. მოთამაშე ქმნის იმპერიას, რომელიც დროს უძლებს. თამაშის საწყისი პერიოდი ძველი წელთაღრიცხვით 4000 წელია. Civilization VI: Rise and Fall-ის განახლებული ვერსია 2018 წლის 8 თებერვალს გამოვა.

კომენტარები