ნარკოდანაშაული

შსს: 43 შეკვრა ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის, ფონიჭალაში ერთი პირი დავაკავეთ

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.კ. ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 43 შეკვრად დაფასოებული, ასევე, ერთჯერადი მოხმარების შპრიცში მოთავსებული 0,033 გრამი ჰეროინის ხსნარი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

კომენტარები