პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

პირველი არხი

26 დეკემბერს გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში მაჩალიკაშვილის პირადმა ექიმმა ისაუბრა. 

"მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. გასული ორი დღის მანძილზე, ნაწილობრივ, გაუარესდა კიდეც. უარყოფითი მდგომარეობა გამოიხატა,"- ამბობს ექიმი ზაზა ლურსმანაშვილი. 

26 დეკემბერს გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. სუს-ში აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. დაჭრილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. 

სუს-ი დაკავებულებს ახმედ ჩატაევის და თბილისის სპეცოპერაციის სხვა სამიზნეების დახმარებას ედავება. 

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები